top of page

ჯგუფი "ჯუჯები" ჩამოყალიბდა 2001 წელს, ჯგუფი შედგება სამი წევრისგან: Fredy,Abcik, BooBa.
Fredy - დაიბადა 1987 წლის 13 დეკემბერს რუსთავში.
Abcik - დაიბადა 1988 წლის 25 თებერვალს თბილისში.
BooBa - დაიბადა 1989 წლის 9 სექტემბერს ქარელში.
ჯგუფმა მუსიკალური კარიერა აქტიურად დაიწყო 2003 წელს და უკვე ერთ წელიწადში 2004 წლის დეკემბერში გამოდის მათი პირველი ვიდეო მომღერალ Joker-თან ერთად სიმღერაზე "წარა-მარა". ვიდეო რგოლმა გამოსვლისთანავე მოიპოვა დიდი წარმატება, იგი აქტიურად ტრიალებდა ქართულ მუსიკალურ არხებზე, რადიოტალღებზე: "მაესტრო" "პირველი სტერეო" ტელეკომპანია "ალანია" "იმედი" რადიო "ფორტუნა+", "საქართველოს ხმა" "ფორტუნა" და "5Lines"
2005 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო "რეპ ფესტივალში" რომელიც გაიმართა კლუბ "გვირაბში" . 2006 წელს გამოდის მათი შემდეგი ნამუშევარი "გავა წუთები" რომელიც ჯგუფის "სავიზიტო ბარათი" გახდა. იგი აქტიურად ტრიალებდა ქართულ მუსიკალურ, ზემოთხსენებულ რადიოტალღებზე.
2007 წელს ჯგუფი მიწვეული იქნა საპატიო სტუმრად და ჟიურად ქალაქ ბაქოში ტელეკომპანია "Space"-ში გადაცემა "მან და ვარამ" ("მეც ვარსებობ"). გადაცემა ანალოგი იყო ქართული მუსიკალური პროექტის "ჯეოსტარი" მხოლოდ "ჰიპ-ჰოპ" ჟანრში. ჯგუფის სტუმრობა აზერბაიჯანში გაშუქებული იყო სხვადასხვა მედია საშუალებით, მათ შორის იყო აზერბაიჯანში საკმაოდ ცნობილ ჟურნალ "ტრენდ", რომელმაც ჯგუფისგან საკმაოდ გრძელი ინტერვიუ აიღო.
2008 წელს გამოდის "ჯუჯების" მეორე კლიპი "არ მინდა". ვიდეო რგოლმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ქართულ მუსიკალურ არხებზე და რადიოში: პირველი სტერეო, ქვემო ქართლის ტელევიზია და Musicbox .
2009 წელს გამოდის ჯგუფის ახალი ვიდეო სიმღერაზე "შიდსი". ჯგუფით დაინტერესდა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჯგუფი მიწვეული იქნა აქციაზე, რომელიც გაშუქებული იყო ქართულ ტელესივრცეში.
2010წელს გამოდის ჯგუფის ახალი კლიპი სიმღერაზე "Love story"
2011წელს ჯგუფმა ჩაწერა სიმღერა "ვინ თუ არა მე" სიმღერაზე გადაიღეს ვიდეო რგოლიც, რომლის პრემიერაც შედგა ქართულ მუსიკალურ არხზე ,,Musicbox”. 2012 წელს გამოვიდა "ჯუჯების" მორიგი კლიპი სიმღერაზე "ბავშობის მეგობრები"
საერთო ჯამში ჯგუფს აქვს 5 ალბომი და 12 ვიდეორგოლი.
ჯგუფი დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას,ჯუჯების სიმღერები
ტრიალებს რადიო ,, ფორტუნა+ " _ზე,პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში და
ტრიალებს ქართულ მუსიკალურ არხებზე კლიპები.თვითონ წერენ ტექსტებს და
მუსიკას,აგრეთვე თვითონ აკეტებენ მასტერინგს

 

ცოტა რამ, "ჯუჯების" შესახებ

bottom of page